ამნეზიური (კორსაკოვსკის) სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია მეხსიერების მოშლას მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნება ტვინის ორგანული დაზიანების დროს, რომელიც გამოწვეულია ინტოქსიკაციებით, ტრავმებით, ინფექციებით, ალკოჰოლური პოლინევრული ფსიქოზით (კორსაკოვსკის ფსიქოზი), სიმსივნეებით, ინსულტებით. ავადმყოფები ვერ იმახსოვრებენ გარემოებებს, გარშემომყოფ პირებს, ვერ ორიენტირდებიან დროსა და სივრცეში, არ ახსოვთ ვის ელაპარაკებოდნენ სულ მცირე ხნის წინ, რას აკეთებდნენ, მაგრამ შეუძლიათ მოყვნენ მოვლენების შესახებ, რომლებიც თითქოსდა მოხდა და რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა (კონფაბულაციები). გარეგნულად ავადმყოფები მოწესრიგებულნი არიან. თუმცა აღენიშნებათ ადინამია და არიან უინიციატივონი; გუნებ-განწყობა ხშირად განურჩეველია, ზოგჯერ დათრგუნულია, აღინიშნება სისუსტე, გადაღლილობა, გაღიზიანებადობა; რიგ შემთხვევებში – ამაღლებული განწყობა (ეიფორია). აზროვნება განპირობებულია მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებებით. მიუხედავად ამისა, ავადმყოფებს უნარი აქვთ მსჯელობის, დასკვნებს გაკეთების, თუკი საჭირო არ არის მიმდინარე მოვლენების გახსენება