ნაწლავთა გაუვალობა
ნაწლავთა გაუვალობა (intestinal obstruction) - სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდებანაწლავის შიგთავსის გადაადგილების სრული შეუძლებლობით, ნაწლავის ამა თუ იმ უბანზე განვითარებული წინააღმდეგობის გამო. განასხვავებენ დინამიკურ და მექანიკურ გაუვალობას. დინამიკური გაუვალობა შესაძლებელია იყოს სპასტიკური (იშვიათად) და პარალიზური.
ნაწლავთა გაუვალობა - პარალიზური გაუვალობა - განპირობებულია ტოქსიკური, ნეირორეფლექტორული, ნეიროტოქსიკური ზემოქმედებებით, შრატში ელექტროლიტების შემცველობის ცვლილებებით ან სისხლმიმოქცევის დაქვეითებით ნაწლავის კედელში. ინფექციურ-ტოქსიკური მიზეზებია: პერიტონიტი, პნევმონია, ურემია, აციდოზი, შაქრიანი დიაბეტი, პორფირინული დაავადება და მორფით მოწამლვა. ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა შესაძლოა გამოიწვიონ რეფლექტორულმა ფაქტორებმა: ოპერაციის შემდგომი სტრესი, ნაღვლის ან თირკმლის კოლიკა, პანკრეატიტი, საკვერცხის გადაგრეხა, მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეუმის ორგანოების ტრავმა, მიოკარდიუმის ინფარქტი. ნეიროგენული მიზეზებია: ზურგის ტვინის ტაბესი, სირინგომიელია, სარტყლისებრი ლიქენი, ზურგის ტვინის ტრავმა. ნაწლავის მიოგენური პარეზი შედეგია ავიტამინოზის, ჰიპოპროტეინემიიის, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, პორტული ჰიპერტენზიის დროს ნაწლავის კედელში სისხლმიმოქცევის მოშლის, ასევე გულის უკმარისობის, ჯორჯლის სისხლძარღვთა თრომბოზისა და ემბოლიის. გაურკვეველი გენეზის განსაკუთრებული ფო
Комментариев нет:
Отправить комментарий