ღვიძლის აბსცესი liver abscess

ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათად გვხვდება. ღვიძლის აბსცესი შეიძლება წარმოიქმნას: აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – სეფსისის დროს ინფექციის გავრცელებით კარის ვენის სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით; ინფექციის პირდაპირი გავრცელებით მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესი წარმოადგენს ჩირქოვანი ქოლანგიტის შედეგს, რომელიც წარმოიქმნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების
 ღვიძლის აბსცესი
ან ნაღვლის სადინრების კიბო დროს. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს სეფსისი, პილეფლებიტი და სხვ. პიოგენური აბსცესი უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითია. ერთეული აბსცესიხშირად ლოკალიზებულია ღვიძლის მარჯვენა წილში. ღვიძლში ბაქტერიულ ფლორას ავლენენ დაახლოებით 50%-ში. სეფსისის დროს ამოითესება ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ბილიარული აბსცესის დროს ვლინდება ნაწლავის ჩხირი ან შერეული ფლორა. Read the rest of this entry »