ფილტვის აბსცესი lung abscess
ფილტვის აბსცესი (lung abscess) – ფილტვის პარენქიმის ჩირქოვანი განლევა (გალღობა). ყველაზე უფრო ხშირი მიზეზიებია: პნევმონია, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით, კლებსიელებით, ანაერობებით, ასევე კონტაქტური ემპიემა პლევრის ემპიემის დროს, დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, უცხო სხეულების, ინფიცირებული შემცველობების ასპირაცია და სხვ. არაპირდაპირ მიზეზებს მიეკუთვნება სეპტიკური ემბოლიები, რომლებიც ხვდებიან ჰემატოგენურად ოსტეომიელიტის, გონიტის, პროსტატიტის კერებიდან, იშვიათად აღინიშნება ინფექციის გავრცელების ლიმფოგენური გზა – ზედა ტუჩის ფურუნკულებიდან, პირის ღრუს ფსკერის ფლეგონებიდან. მრავლობითი აბსცესები, ხშირად ორმხრივი, წარმოიქმნება სეპტიკოპიემიის დროს. ფილტვის აბსცესი შესაძლებელია წარმოადგენდესფილტვის ინფარქტის გართულებას, ფილტვში სიმსივნის დაშლის შედეგს. მწვავე აბსცესი,ფილტვის ქსოვილის პერიფოკალური ანთებითი ინფილტრაციით შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, მკვრივი პიოგენური გარსის წარმოქმნით.
ფილტვის აბსცესი - სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვან-რეზორბციული ცხელების ნიშნები, ჰექტიური ტემპერატურა, ქოშინი, ლოკალური ტკივილი სუნთქვის დროს, მყეფავი ხველის პაროქსიზმები. აუსკულტაციით: ბრონქული Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий